TOYOTA-ს პრეზიდენტი ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრება, ის კომპანიის რეპუტაციას უფრთხილდება.
კომპანია ოლიმპიადის ერთ-ერთი სპონსორია.
ასევე, TOYOTA-არ გაუშვებს ოლიმპიადაზე ტელერეკლამას, რომელიც მათ წინასწარ მოამზადეს.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ძალიან ბევრი იაპონელი გამოვიდა ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგ და კომპანიას არ სურს იმიჯის შელახვა.
თუმცა ისინი არ გაურბიან თავიანთ ვალდებულებებს და ტურნირს TOYOTA-ს მანქანები მოემსახურება.