ორშაბათს, 7 ივნისს NBA პლეი-ოფის მეორე რაუნდის შეხვედრები გაიმართა.
ნიო-იორკში ადგილობრივმა “ბრუკლინმა” კაირი ირვინგისა და კევინ დიურანტის მეთაურობით იანის ადეტოკუმბოს “მილუოკი” მიწასთან გაასწორა, ანგარიში გამანადგურებელი იყო, +39 ქულა “ბრუკლინის” სასარგებლოდ (125:86).
დევინ ბუქერის და ქრის პოლის “ფინიქსმა”, რომლებმაც წინა ეტაპზე “ლეიკერსი” გააგდეს, სახლში ნიკოლა იოკიჩის “დენვერ ნაგეთსი” დაამარცხა, ანგარიშით 122:105.