სამშაბათი, 5 დეკემბერი, 2023
Home Blog

მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის

0

 

 

 

ამ სიახლის სანახავად საჭიროა საიტზე რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის გაეცანით საიტის წესებს 

და დაგვიკავშირდით: +995 598 333 513

 

 

 

 

 

 

მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის

0

 

 

 

ამ სიახლის სანახავად საჭიროა საიტზე რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის გაეცანით საიტის წესებს 

და დაგვიკავშირდით: +995 598 333 513

 

 

 

 

 

 

ჩოგბურთი – ქართველი გოგონების წარმატება

0

ბუდაპეშტის ქალ წყვილთა ტურნირის გამარჯვებულები ქართველ გოგონათა ტანდემი, ეკატერინე გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას შემადგენლობით გახდა.

გუშინწინ ვწერდით, რომ ქართველ ჩოგბურთელთა დუეტმა ფინალში გასვლა სეტწაუგებლად მოახერხა.

გავიხსენოთ როგორი იყო ჩოგბურთელების განვლილი გზა ფინალამდე 

მერვედფინალი – 6-3, 6-2 რეკა-ლუკა ჯანი/ადრიენ ნაგი

მეოთხედფინალი – 7-5, 6-3 კაროლინა ალვეში/გაბრიელა ლი

ნახევარფინალი – 6-4, 6-4 შუაი ჟანი/ლორა ზიგმუნდი

გორგოძე/კალაშნიკოვა 1-6, 6-4, 10-6 პიტერი/ციმერმანი

რაც შეეხება ფინალურ დაპირისპირებას, ქართველი გოგონები შეხვედრის პირველ სეტში ანგარიშით 1-6 პირწმინდად დამარცხდნენ და ამის შემდგომ კორტზე მათ ნამდვილი სასწაულის მოხდენა შეძლეს.

ჯერ მეორე სეტში, რომელიც თანაბრად მიმდინარეობდა ანგარიში 5-4-ზე ბრეიკის შესრულება შეძლეს და სეტებს შორის თანაფარდობა აღადგინეს.

დასკვნით და შესაბამისად უკვე გადამწყვეტ პარტიაში ჩვენებურმა გოგონებმა, ტაიბრეიკში 10-6 მოიგეს და ამით ბუდაპეშტის 250 ქულიან ტურნირის ტიტულს დაუეფლნენ.

და ბოლოს გეტყვით, რომ თამაში საათის და 21 წუთის განმავალობაში გაგრძელდა.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

 

ფეხბურთი – საბურთალოს შესაძლო მეტოქეები ცნობილია

0

ქართული გუნდებიდან ევროტურნირებს მხოლოდ ორი კლუბი დინამო ბათუმი და საბურთალო შემორჩნენ, თუმცა საბურთალო ერთადერთია, რომელმაც შემდეგი ეტაპის საგზური ორმატჩიან დუელში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

ლაშა ნოზაძის გუნდმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ პარტიზანს აჯობა, ხოლო მათი ამჟამინდელი მეტოქე რუმინული სტიაუა იქნება.

სანამ უშუალოდ მატჩები გაიმართება, ხვალ წინასწარ გავიგებთ თუ ვინ შეხვდება თბილისურ გუნდს ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სტატია ბათუმელთა პოტენციურ მეტოქეებზე იხილეთ აქ 

ფეხბურთი – ბათუმელთა პოტენციური მეტოქეები ცნობილია

რაც შეეხება საბურთალოს პოტენციურ მეტოქეებს ესენი არიან:

რუჟომბეროკი(სლოვაკეთი) – რიგა(ლატვია) – წყვილში გამარჯვებული

ყიზილჟარი(ყაზახეთი) – ოსიეკი(ხორვატია) – წყვილში გამარჯვებული

ვიკინგური(ფარერები) – დუნაისკა სტრედა(სლოვაკეთი) – წყვილში გამარჯვებული

გზირა იუნაიტედი(მალტა) – რადნიჩკი(სერბეთი) – წყვილში გამარჯვებული

გომელი(ბელარუსი) – არისი(საბერძნეთი) – წყვილში გამარჯვებული

კენჭისყრა ხვალ 18 ივლისს, თბილისის დროით 16:00-იდან დაიწყება. მატჩები კი 21-28 ივლისს გაიმართება.

ფოტო: საბურთალოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

კალათბურთი – 20 წლამდელების მარცხი

0

ევროპის B დივიზიონის 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მარცხი განიცადა, რომლებმაც გუშინ ავსტრიელი თანატოლების დამარცხება მოახერხეს, ხოლო დღეს კი შვედ ახალგაზრდებთან ვერაფერი გააწყვეს.

შვედეთი 77-67 საქართველო

პირველ მეოთხედს გუნდების თამაშის მხრიდან, ორი სხვადასხვა განვითარება ჰქონდა. ვგულისხმობ იმას, რომ დასაწყისში ჩვენმა კალათბურთელებმა  იყოჩაღეს, ხოლო პერიოდის მეორე ნახევარი უკვე შვედთა კარნახით წარიმართა.

მეოთხედის დასრულებამდე დაახლოებით 5 წუთით ადრე, ქართველი კალათბურთელები 10 ქულიანი სხვაობით იგებდნენ. ანგარიში ტაბლოზე ჩვენების სასარგებლოდ 13-3 გახლდათ. ამის შემდგომ კი ქართველებმა სულ 2 ქულა მოიპოვეს, ხოლო შვედებმა 15 ქულა აკრიფეს და საბოლოოდ  მეოთხედი სამქულიანი უპირატესობით 18-15 იმარჯვეს.

მეორე მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა, სადაც ქართველმა ახალგაზრდებმა ორქულიანი სხვაობით 19-17 იმარჯვეს და დიდ შესვენებამდე შვედთა უპირატესობა ერთ ქულამდე შეამცირეს.

სტატისტიკური ლიდერები დიდ შესვენებამდე 

შვედეთი: კლინმტანი 9 ქულა, ბოტოლდი 6 ქულა, მირტილი 6 ქულა, ფალკი 5 ქულა

საქართველო: თავაქარაშვილი 10 ქულა, ქვარცხავა 7 ქულა, რატიანი 5 ქულა, გაფრინდაშვილი 5 ქულა

შვედმა მოთამაშეებმა მესამე მეოთხედში გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს, რომელშიც 10 ქულიანი სხვაობით მოიგეს. მათ ამ გაქცევით დასკვნით მეოთხედამდე 11 ქულიან ფორა მიაღწიეს და შეხვედრაში ანგარიშით 58-47 იგებდნენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც ქართველებმა მეტოქესთან ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს და თითქოს ამით ბოლო მეოთხედის წინ შანსები დაიტოვეს, ამ დროს შვედმა კალათბურთელმა ვილჰელმ ფალკმა სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო და სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა, რაც ჩვენების შანსებს კიდევ უფრო ართულებდა.

ქართველმა კალათბურთელებმა ბოლო მეოთხედი მხოლოდ ერთ ქულიანი სხვაობით მოიგეს, რაც ცხადია საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი ვერ აღმოჩნდებოდა. საბოლოოდ მატჩი მეტოქის 10 ქულიანი უპირატესობით დასრულდა.

მატჩის სტატისტიკური ლიდერები 

შვედეთი: მირტილი 17 ქულა, ფალკი 16 ქულა, კლინმტანი 15 ქულა, სებასტიანი 13 ქულა

საქართველო: თავაქარაშვილი 19 ქულა, სალარიძე 11 ქულა,  ქვარცხავა 9 ქულა, გაფრინდაშვილი 8 ქულა

შვედეთი 77-67 საქართველო – სტატისტიკური მონაცემები 

57 თამაშიდან სროლა 67

26 ზუსტი სროლა 24

45.6 % თამაშიდან სროლები სიზუსტე(პროცენტულად) 35.8 %

38 ორქულიანი 39

20 ზუსტი ორქულიანი 17

52.6 % ორქულიანი სროლების სიზუსტე(პროცენტულად) 43.5 %

19 სამქულიანი 28

6 ზუსტი სამქულიანი 7

31.5 % სამქულიანი სროლების სიზუსტე(პროცენტულად) 25 %

31 საჯარიმო 26

19 ზუსტი საჯარიმო 12

61.2 % საჯარიმო სროლების სიზუსტე(პროცენტულად) 46.15 %

51 (12) მოხსნები 30 (8) – ფრჩხილებში მოცემულია შეტევაში აღებული მოხსნები

18 შედეგიანი გადაცემა 17

6 დაფარება 2

23 დაკარგვა 13

4 ჩაჭრა 14

20 პერსონალური ჯარიმა 26

 

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის

0

 

 

 

ამ სიახლის სანახავად საჭიროა საიტზე რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის გაეცანით საიტის წესებს 

და დაგვიკავშირდით: +995 598 333 513

 

 

 

 

 

 

ფეხბურთი – ბათუმელთა პოტენციური მეტოქეები ცნობილია

0

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბათუმის დინამომ, ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა და შესაბამისდ კონფერენს ლიგაზე გაინაცვლა. ამ ტურნირზე ბათუმელთა მეტოქე პოლონეთის ჩემპიონი ლეხ პოზნანი იქნება, რომლებიც ჩემპიონთა ლიგიდან თავის მხრივ აზერბაიჯანულმა ყარაბაღმა გამოთიშა.

გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე სლოვანთან ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1-2 დამარცხდა.

თუ ბათუმელთა წინა მეტოქის, სლოვანის, ღირსებას ერთდროულად სამი ქართველი მოთამაშე გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე იცავდა, პოლონურ გუნდში ორ ქართველ ფეხბურთელს შეხვდებით და ესენი არიან: ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი

ორმატჩიანი დუელის პირველი დაპირისპირება 21 ივლისს პოზნანში, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 28 ივლისს ბათუმში გაიმართება.

ხვალ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა შედგება, სადაც უეფამ ბათუმური გუნდის პოტენციური მეტოქეთა სია უკვე გამოაქვეყნა და ესენი არიან:

რიგასი(ლატვია)

ლა ფიორიტა(სან მარინო) – ბალკანი(კოსოვო) – წყვილში გამარჯვებული

ვიკინგური(ისლანდია) – ნიუ სეინტი(უელსი) – წყვილში გამარჯვებული

სუტიესკა(მონტენეგრო) – კლაკსვიკი(ფარერები) – წყვილში გამარჯვებული

ჰიბერნიანსი(მალტა) – ლევადია(ესტონეთი) – წყვილში გამარჯვებული

 

ფოტო: დინამო ბათუმის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

 

მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის

0

 

 

 

ამ სიახლის სანახავად საჭიროა საიტზე რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის გაეცანით საიტის წესებს 

და დაგვიკავშირდით: +995 598 333 513

 

 

 

 

 

 

მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის

0

 

 

 

ამ სიახლის სანახავად საჭიროა საიტზე რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის გაეცანით საიტის წესებს 

და დაგვიკავშირდით: +995 598 333 513

 

 

 

 

 

 

მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის

0

 

 

 

ამ სიახლის სანახავად საჭიროა საიტზე რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის გაეცანით საიტის წესებს 

და დაგვიკავშირდით: +995 598 333 513

 

 

 

 

 

 


Notice: ob_end_flush(): Failed to send buffer of zlib output compression (1) in /home/admin/domains/logicbet.win/public_html/wp-includes/functions.php on line 5373

Notice: ob_end_flush(): Failed to send buffer of zlib output compression (1) in /home/admin/domains/logicbet.win/public_html/wp-includes/functions.php on line 5373

Notice: ob_end_flush(): Failed to send buffer of zlib output compression (1) in /home/admin/domains/logicbet.win/public_html/wp-content/plugins/really-simple-ssl/class-mixed-content-fixer.php on line 107