შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ჩოგბურთი – ბასილაშვილი მერვედფინალამდე კვლავ ვერ მივიდა

spot_img

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეორედ მიღებული შესაძლებლობა ეთამაშა უიმბლდონის 1/8-ში კვლავ ხელიდან გაუშვა. ქართველი ჩოგბურთელი სამ სეტში, ნიდერლანდელ ტიმ ვან რაითჰოვენთან დამარცხდა – სეტების ანგარიშით 4-6, 3-6, 4-6

ამით ბასილაშვილმა გარდა იმისა, რომ შემდეგი ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა, ასევე დაკარგა შანსი ეთამაშა ნოვაკ ჯოკოვიჩთან, რომელიც დიდი ალბათობით თავის თანამემამულე მიომირ კეჩმანოვიჩის ბარიერს იოლად გადალახავს.

საგრძნობი იყო მეტოქის უპირატესობა ეისების შესრულებაში, რომელმაც მატჩში 21 ზუსტი ეისი ჩააწოდა შედარებისთვის კი ნიკოლოზს მხოლოდ 2 ეისი ჰქონდა.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას 

პირველ სეტში ყველაფერი თანაბრად მიდიოდა, მანამ სანამ ვან რაითჰოვენმა ნიკას ჩაწოდებაზე ბრეიკი არ შეასრულა. ამ მომენტისთვის ანგარიში 4-4 გახლდათ და შემდეგ უკვე პარტიის გამარჯვებამდე მიყვანა ნიდერლანდელ ჩოგბურთელს აღარ გასჭირვებია.

მეორე სეტში კი მეტოქემ ერთბაშად სამი ბრეიკი განახორციელა და იდეაში ყველაზე მარტივად საქმე, სწორედ ამ სეტში მიიყვანა გამარჯვებამდე.

მესამე სეტში ნიკოლოზისგან მაქსიმალური ბრძოლა ვიხილეთ, მაგრამ ქართველი მაინც ვერაფერს გახდა და უიმბლდონსაც გამოეთიშა.

ნიკას ამ მარცხში გარკვეული გავლენა მისმა ფსიქოლოგიურმა არამდგრადობამ გამოიწვია. შესაძლოა მისი ეს წაგება ასევე გადაღლილობასაც მივაწეროთ, რადგან იგი ამავდროულად ტურნირის წყვილთა თანრიგშიც მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მან თავის მოლდოველ მეწყვილესთან ერთად, პირველი წრის ბარიერი ხუთსეტიან შეხვედრაში წარმატებით დაძლია.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები