შაბათი, 13 აგვისტო, 2022

“ყოველდღე მე ვიღვიძებ და ყველაფერი მტკივა, მაგრამ…”

spot_img

იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებაზე: “დილაობით ყველაფერი მტკივა, მაგრამ თამაშს იმ დრომდე გავაგრძელებ, სანამ შევძლებ.”
იტალიური მილანის ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყვება სირთულეებზე, რომლებსაც 40 წლის ასაკში ხვდება.

“ეს იოლი არ არის. ყოველდღე მე ვიღვიძებ და ყველაფერი მტკივა. ამ დილით მთელი ტანი მტკიოდა, მაგრამ სანამ მაქვს მიზნები, ადრენალინი – მე ვაგრძელებ. ვიცი, რომ ყველაფერი უკეთესობისთვისაა. მივდივარ იქ, სადაც საჭიროა მუშაობა, რომ დავრჩე მოწოდების სიმაღლეზე.

მე გავაგრძელებ ამის კეთებას მაქსიმალურად დიდხანს. არ მინდა ვნანობდე, რომ დავასრულე კარიერა და შემდეგ რამოდენიმე წელში თქვენთან საუბრისას ვთქვა, «შემეძლო გამეგრძელებინა კარიერა, რადგან თავს კარგად ვგრძნობდი». ჯობს ბოლომდე დავიხარჯო და ვთქვა: «მე უკვე აღარ შემიძლია».

“მე ჯერ ისევ შემიძლია თამაში, ამიტომ ვაკეთებ ამას” – თქვა შვედმა ინტერვიუში The guardian- თან.

თორნიკე მალაზონია

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები