პარასკევი, 12 აგვისტო, 2022

ფრანგი უკვე ლომბარდიაშია

spot_img

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. ფრანგი უკვე  ჩავიდა ახალ ქალაქში , სადაც 16 ივლისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

ჟირუ და „მილანი“ 2-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა „ჩელსისთან“ დაახლოებით თვენახევრის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტო, მაგრამ გუნდი მაინც დატოვა.

ჟირუმ „ლონდონელების“ რიგებში 119 თამაშში 39 გოლის გატანა მოახერხა. კარიერის განმავლობაში მან ლონდონის „არსენალსა“ და „მონპელიეშიც“ ითამაშა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 110 მატჩში 46 გოლის აქვს გატანილი

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები