შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ტატო მახაშვილი – ჩემი აზრით მთავარი იმედგაცრუება ინგლისის ნაკრები იქნება

spot_img

ევრო 2020-ის დაწყებამდე როგორც ვიცით 12 დღე რჩება და სანაკრებო სამზადისები უკვე სრული სვლით მიმდინარეობს, ჩვენ კი ჩემპიონატამდე ვეცდებით მაქსიმალურად შეგიქმნათ განწყობა და სხვადასხვა ადამიანების პროგნოზები შემოგთავაზოთ, დღევანდელი ჩვენი სტუმარი პორტალ sporti.ge-ის თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი ტატო მახაშვილია:

ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?
პირველ რიგში ალბათ საფრანგეთს გამოვყოფდი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი შესაშურ ფორმაშია და შემადგენლობაც ყველაზე მეტად დაბალანსებული ჰყავთ, ასევე მათ მხარეზეა როგორც მწვრთნელის, ასევე შემადგენლობის უმეტესობის დიდი საერთაშორისო გამოცდილება

მეორე ალბათ ბელგიაა, ასევე თანაბრად ძლიერი შემადგენლობიდან გამომდინარე, ასევე მოვიდა დრო ბელგიამაც დაამტკიცოს თავისი ამბიციები, რომელიც ამ გუნდს ბოლო წლებია არ აკლია…

მესამე ადგლზე მიუხედავად დიდი კონკურენციისა – მაინც გერმანიას დავაყენებდი, ასევე თანაბარი და ძლიერი ნახევარდაცვისა და შემტევი ხაზის გამო (კლასიკური 9 ნომერი ისევ არ ყავთ, მაგრამ ყველას გვახსოვს 2014) თან ეს ლიოვისთვის ბოლო ტურნირია და შესაბამისად გერმანელი სპეციალისტი მანშაფტთან ერთად მიცემული ბოლო შანსის ბოლომდე გამოყენებას შეეცდება

ვინ იქნება შენი აზრით მთავარი იმედგაცრუება ევროზე და რატომ გგონია ასე?

ამ კუთხით ჩემი ასე ვთქვათ „ფავორიტი“ ინგლისის ნაკრებია… ალბიონელები როგორც ყოველთვის ფავორიტის რანგში ხვდებიან ტურნირს, თუმცა მათ აკლიათ კარგი მწვრთნელი, საჩემპიონო ნაკრებისთვის საჭირო თავდაჯერება და მგონია, რომ ეს უფრო მაგარი ინდივიდუალისტების გუნდია ვიდრე შეკრული მექანიზმი…

ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?

ნაკრები ალაბთ პოლონეთი, რა თქმა უნდა ფენომენალური „ლევანგლოსკის“ დამსახურებით და მონდომებით, ინდივიდუალურადაც რობერტის კიდევ ერთხელ გაბრწყინებას ველი, პირადად მას „გასაბრწყინებელი“ არაფერი სჭირს და ყველამ ვიცით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) მოთამაშეა, მაგრამ სუსტი ნაკრების გამო დიდ სანაკრებო ფორუმებზე შანსი ნაკლებად ეძლეოდა, ასევე მისი ასაკიდან გამომდინარე თუ გავითვალისწინებთ რომ დიდი შანსია ეს მისთვის ბოლო ან ბოლოსწინა დიდი სანაკრებო ტურნირი იყოს (მომავალ მსოფლიოზე ალბათ მაინც იქნება), ლევანდოვსკი ძალიან მოინდომებს ევრო პირველობების ისტორიაში თავისი კვალი დატოვოს…

ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა მაქსიმალურად ობიექტურად როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?

ჩემი ფავორიტი გუნდი გემანიაა და როგორც წინა კითხვაზე გიპასუხეთ, ფავორიტებს შორის ალბათ მესამე ადგილზე დავაყენებდი, თუმცა ლიოვის ფორმაციის ნაკრებისგან ჯგუფში ჩარჩენაც კი არ არის გამორიცხული, ისევე როგორც ტრიუმფალური ჩემპიონობა… თუმცა დაველოდოთ, ფრანგებთან პირველ დაპირისპირებაში ალაბთ ბევრი რამ გამოჩნდება

რა იქნება „ახალი“ და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?
ახალი და საინტერესო იქნება ალბათ ის, რომ ჩემპიონატი ბევრ ქვეყანაში ტარდება შესაბამისად ევრო-2020 მართლაც თითქმის სრულიად ევროპას მოიცავს

მადლობა

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები