დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდება. მატჩი 22.45 საათზე დაიწყება. ნაკრებს გამოაკლდება ხვიჩა კვარაცხელია. მატჩს უმსაჯებს სიდიროპულოსი (საბერძნეთი).
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები სულ 5 ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქედან ერთი თამაში ფრე დამთავრდა, ხოლო 4 დუნაისპირელების გამარჯვებით დასრულდა.