პარასკევი, 12 აგვისტო, 2022

რობერტო კარლოსმა “კოპას” ფინალის ანგარიში იწინასწარმეტყველა

spot_img

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა რობერტო კარლოსმა თავისი პროგნოზი გააკეთა “კოპა ამერიკის” ფინალთან დაკავშირებით სადაც ისინი არგენტინას დაუპირისპირდებიან.

“ჩვენ სახლში ვთამაშობთ, ნაკრები კარგად გამოდის, ასე, რომ ვფიქრობ ჩვენ მოვიგებთ. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ ბრაზილიას შეუძლია გაიმარჯვოს ანგარიშით 2:0.

ძნელია, რომ არსებულმა შემადგენლობამ გააკეთოს ის რაც ჩვენ. უნდა იყვნენ მოთმინებით, ნაკრები უფრო მშვიდი, დარწმუნებული უნდა გახდეს, რათა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

ამერიკის თასი უკვე ჩვენია. ბრაზილიის ნაკრები მოქმედი ჩემპიონია და ის ისევ გავიდა ფინალში. მაგრამ მსოფლიოს მოგება ძალიან რთულია” -თქვა კარლოსმა.

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები