შაბათი, 13 აგვისტო, 2022

“რეალში” პრობლემებია – ზიდანმა “ვალიადოლიდთან” მატჩისთვის აკადემიის ფეხბურთელებს უხმო

spot_img

ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურის წინ, რომელსაც მადრიდის „რეალი“ „ვალიადოლიდთან“ ჩაატარებს კლუბში სერიოზული პრობლემებია. „სამეფო კლუბმა“ აღნიშნულ დაპირისპირებამდე ოფიციალური განაცხადი გამოაქვეყნა და ზინედინ ზიდანს გუნდში 5 აკადემიის ფეხბურთელია

ფრანგ სპეციალისტს გუნდში არსებულმა დაზიანებებმა აიძულა, რომ აკადემიიდან ყველაზე წარმატებული მოთამაშეები შეერჩია და განაცხადში შეეყვანა. სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: უგო დურო, ბლანკო, ვიკტორ ჩუსტა, მიგელ გუტიერესი და სერხიო არიბასი.

“რეალიდან“ ამ დროისთვის ლაზარეთში – სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, როდრიგო, ფედერიკო ვალვერდე, ალვარო ოდრიოსოლი, ედნი აზარი, მარსელო, ედერ მილიტაო და კარიმ ბენზემა არიან.

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ 49 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ატლეტიკოს“ 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. უშუალოდ „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები