პარასკევი, 12 აგვისტო, 2022

მიშა ჟორჟოლიანი – ნიდერლანდებს ვგულშემატკივრობ და წელს არ მგონია, რომ წარმატების შანსი ჰქონდეთ

spot_img

სანამ ევრო 2020 სათვის მზადება მიმდინარეობს, ჩვენ ჩვენის მხრივ ვაგრძელებთ კომპეტენტური ადამიანების პროგნოზების თქვენთვის გაცნობას და დღევანდელი ჩვენი სტუმარი, სპორტული ჟურნალსიტი მიშა ჟორჟოლიანია:

ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?

– ოთხს ვიტყვი… ბელგია, გერმანია, იტალია, ინგლისი… თუ ერთმანეთს მანამდე არ გადაეყარნენ, ნახევარფინალში ამ ოთხეულს ვფიქრობ… ბოლო წლების ბელგია ძალიან მესიმპატიურება და ვთვლი რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ამ პერიოდში ყოველთვის მიმაჩნია ფავორიტად… გერმანია, როგორც ყოველთვის გერმანიაა და მისი ჩამოწერა არასდროს არ შეიძლება… იტალია – ასე ვფიქრობ, მანჩინიმ „სხვანაირი“ ფეხბურთი ათამაშა აძურის და სწორ გზაზე დგას. აქვს შანსი რომ გაიბრძოლოს… ინგლისს ბოლო წლებში კარგი გუნდი ჰყავს, მოგებაც ისწავლეს და ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ ბრძოლა და მოგება. ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია…

თუმცა, ეს ფეხბურთია და არავინ იცის რა მოხდება. აქვს რამდენიმე გუნდს შანსი ამ ოთხეულში კორექტირება შეიტანოს…

ინ იქნება შენი აზრით მთავარი იმედგაცრუება (ნაკრები და მოთამაშე) ევროზე და რატომ გგონია ასე?

რატომღაც მგონია რომ საფრანგეთი. არადა, მთავარი ფავორიტი მოჩანს. თუმცა, ვფიქრობ, ნახევარფინალამდე ვერ მივლენ. ფეხბურთელი რთული სათქმელია… შესაძლოა, ეს რონალდუ იყოს… და ნიდერლანდები. ამაზე ქვემოთ…

ინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?

ვფიქრობ, იტალიის ნაკრები. საერთოდ, ცოტა უხერხულია იტალიის ნაკრებზე აღმოჩენებით საუბარი, მაგრამ ამ ტურნირზე არ ითვლება სერიოზულ პრეტენდენტად. შესაძლოა, ჩემს მიერ ნახსენებ ოთხეულში კორექტირები დანიის ნაკრებმა გააკეთოს. რატომღაც მგონია, რომ ამ გუნდს „რუხი“ ჩანაფიქრის გაღება შეუძლია.

ის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა მაქსიმალურად ობიექტურად როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?

ნიდერლანდებს ვგულშემატკივრობ და წელს არ მგონია, რომ წარმატების შანსი ჰქონდეთ.

ა იქნება „ახალი“ და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?

ნახოთ რამდენად გაამართლებს თავად სიახლე – მთელს კონტინენტზე ევროპის ჩემპიონატის ჩატარება…

მადლობა

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები