შაბათი, 13 აგვისტო, 2022

მარიამ ბოლქვაძე ჩემპიონი გახდა!

spot_img

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ნურ-სულთანში გამართული საერთაშორისო ტურნირის  გამარჯვებული გახდა, რომლის საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი იყო.

პირველ ნომრად განთესილი ბოლქვაძე გადამწყვეტ მატჩში მე-2 რეიტინგის მქონე რუს ვალერია სავინიხს შეხვდა და მართალია, პირველი სეტი წააგო, თუმცა საბოლოოდ, 4:6, 6:3, 6:2 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის საქართველოს პირველ ჩოგანს 3 ეისი და 14 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, მან 19-დან 11 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მაშინ, როდესაც თავისი მოწოდება 8-ჯერ დათმო. ჯამში, მარიამმა 98 გათამაშება მოიგო, მისმა მეტოქემ კი – 85.

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები