თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელი გახდა.
18 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვურ კლუბს ახალი ტრანსფერი 1,5 მილიონი ევრო დაუჯდა.
გაგნიძემ წინა სეზონში თბილისის “დინამოში” 16 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.