კოვიდ-19 ბორჯღალოსნებში რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა და ერთ-ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილია, რომელიც ახლაც რთულ მდგომარეობაშია, მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე, მას ფილტვები აქვს დაზიანებული
“ლევან მაისაშვილის მდგომარეობა მძიმეა. მას ფილტვები დაუზიანდა და სიცოცხლისთვის იბრძვის. მოვუწოდებ ყველას, ილოცონ მისთვის”, – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ.