შაბათი, 20 აგვისტო, 2022

ლაციო vs ბაიერნი: გლადიატორთა ორთაბრძოლა რომში!

spot_img

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის მერვედფინალური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართება. ამჯერად, თქვენს ყურადღებას მარადიულ ქალაქში გასამართი დაპირისპირებისკენ მივმართავთ. სიმონე ინძაგის გაწვრთნილი ლაციო, რომელმაც სერია ა-ში ბოლო 8 თამაშიდან 7 მოიგო, ”სტადიო ოლიმპიკოზე” ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, ჰანს ფლიკის მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩირო იმობილეს სერია ა-ს უკანასკნელ ორ მატჩში გოლი არ გაუტანია, შესანიშნავ სეზონს ატარებს და იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლუკაკუსა და რონალდუს ჩამორჩება.

იმის მიუხედავად, რომ ლაციომ ბოლო 8 შეხვედრიდან 7 მოიგო, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, თუმცა ლიდერ ინტერს მხოლოდ 10 ქულით ჩამორჩება.

ბაიერნის ბოლო ორ ჩატარებულ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით (არმინიასთან ფრე 3-3 და აინტრახტთან მარცხი 1-2), გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და ბუნდესლიგასაც ლიდერობს.

ფლიკის ხელმძღვანელობით გერმანულმა გრანდმა პირველი მატჩი 2019 წლის 6 ნოემბერს ჩაატარა. მას შემდეგ გერმანულმა გუნდმა ფლიკის თავკაცობით 70-დან 58 მატჩი მოიგო, 6 მატჩი ფრედ დაასრულა და 6 შეხვედრაში დამარცხდა. ლაციოსთან მატჩი ფლიკისთვის რიგით 71-ე იქნება.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები

ლაციო: რეინა, პატრისიო, აჩერბი, მუსაკიო, ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლეივა, ლუის ალბერტო, მარუშიჩი, ხოაკინ კორეა, იმობილე

ბაიერნი: ნოიერი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა, დევისი, კიმიხი, როკა, სანე, გორეცკა, კომანი, ლევანდოვსკი

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები