“ბავარიის” ნახევარმცველის კინგსლი კომანის მომავალი ისევ ბუნდოვანია.
მის კონტრაქტს კლუბთან 2023 წლის ზაფხულში გადის ვადა. თუმცა ფეხბურთელს უთანხმოება აქვს გუნდთან. კომანი ფიქრობს, რომ მას ძალიან ცოტას უხდიან, ასევე უკმაყოფილოა, იმით, რომ მას 10 ნომერ მაისურს არ აძლევენ.
ფეხბურთელის მიერ კლუბის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც “ბავარია” ფრანგში 90 მლნ ევროს ითხოვს. სავარაუდოდ ფეხბურთელი დაელოდება კონტრაქტის დასრულებას და წავა, როგორც დავიდ ალაბა თავისუფალი აგენტის სტატუსით.