შაბათი, 13 აგვისტო, 2022

კაისერი – ალთაი: ფანის პროგნოზი

spot_img

თურქეთის სუპერლიგიდან შემოგთავაზებთ ასეთ თამაშს. რა ხდება ახლა აქ… კაისერისპორი გახლავთ თურქეთის სუპერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი უკანა ხაზის სტაბილურობით, საკმაოდ ცოტა გოლს უშვებს და თუ გადავხედავთ ბოლო 8 საშინაო თამაშს, ამ გუნდს ერთ გოლზე მეტი არ გაუშვია. მეტიც ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში გოლი საერთოდ არ გაუშვია კაისერს. რაც შეეხება ალთაის, ეს კლუბი საშინლად თამაშობს გასვლით შეხვედრებში, ვერც პირველ ნომრად თამაშს ახერხებს, შეტევებშიც დიდი ფანტაზიით არ გამოირჩევა და გოლების გატანაც უჭირთ. თუ გავითვალისწინებთ კაისერის საშინაო არენას და ამ გუნდის განსაკუთრებულ მონდომებას საშინაო შეხვედრებში, ძალიან მეპარება ეჭვი ალთაის რაიმე შანსი მისცეს პირველ ნომრად თამაშის, ან უღალატოს კაისერმა თავის დაცვით სტილს და ცენტრი დაუთმოს მეტოქეს, კარში ხშირად არტყმევინოს და გოლებით “დაისაჩუქროს” თავი.. საეჭვოა ამ თამაშში ალთაიმ ორი გოლის გატანა შეძლოს გასვლით თამაშში დაცვაში კარგად მოთამაშე მეტოქის წინააღმდეგ.

კოკა კვერნაძის ლოგიკური პროგნოზი:

  • ალთაის გოლების რ-ბა 1,5<

დასაწყისი: 17:00 საათი

ეთანხმებით პროგნოზს?

Loading ... Loading ...
spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები