პარასკევი, 12 აგვისტო, 2022

“იუტა ჯაზმა” გასვლაზე დაამარცხა “მემფისი”, “ფილადელფიამ” კი “ვაშინგტონი”

spot_img

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფების მესამე მატჩში “იუტამ” გასვლაზე მოუგო  “მემფის”-ს 111-121 და ანგარიშით 2-1 იგებს.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესოები იყვნენ დონოვან მიტჩელი (29 ქულა), მაიკ კონლი (27 ქულა, 8 გადაცემა)  და რუდი გობერი (15 ქულა , 14 მოხსნა).

ხოლო “გრიზლებში” საუკეთესოები იყვნენ ჯა მორანტი (28 ქულა)  დილონ ბრუქსი (27 ქულა) და გრეისონ ალენი (17 ქულა).

დედაქალაქში გამართული შეხვედრა კი მასპინძლებისთის გამანადგურებელი აღმოჩნდა.  სტუმრებმა 132:103 დაამარცხეს ვაშინგტონის გუნდი.

საერთო სერიაში კი ფილადელფიელები 3:0 იგებენ.

საუკეთესო იყო სტუმართა რიგებში ჯოელ ემბიდი 36 ქულით, ტობიას ჰარისმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა (20 ქულა და 13 მოხსნა).

დამარცხებულებში საუკეთესო იყო რასელ უესთბრუკი თავის სამმაგი დაბლით 26 ქულა, 12 მოხსნა და 10 გადაცემა.

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები