“ოქროს ბურთის” დაჯილდოვების ცერემონიალი პარიზში, 5 დეკემბერს გაიმართება-წერს ფრანგული გამოცემა L’Equipe.
ასევე, ამ დღეს France Football-ი ორი ოქროს ბურთის გადაცემას აპირებს, რაც ისტორიაში პირველად ხდება. საქმე იმაშია, რომ 2020 წელს პანდემიის გამო გადაიდო ეს ცერემონია. ამ წლის პრიზს-ოქროს ბურთს რობერტ ლევანდოვსკის გადასცემენ, ხოლო 2021 წლის უპირობო ფავორიტი ლიონელ მესია.