შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ვახო გაფრინდაშვილი – ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი, საუთგეიტის გუნდს აქვს 60 %

spot_img

ჩვენი წინა საევროპო „გახურება“ გრძელდება და დღევანდელი სტუმარი, ტელეკომპანია იმედის დილის წამყვანი, სპორტული ჟურნალისტი ვახო გაფრინდაშვილია:

ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?

ფავორიტად პირველ რიგში საფრანგეთის ნაკრები უნდა მივიჩნიოთ.ტურნირის დაწყებამდე ნაჩვენები ასპარეზობის მიხედვით, ფრანგების მსგავსი სიმძლავრე,შემადგენლობის სიღრმე და ნებისმიერი ტაქტიკური მონახაზის შემსრულებელი შემადგენლობა,არავის ყავს.მთავარია ფეხბურთელებმა,მძიმე საკლუბო სეზონის შემდეგ,დასვენება და აღდგენა მოასწრონ

კიდევ ერთი ფავორიტი პორტუგალიაა.რონალდოს სეზონი ჩაუვარდა და ორმაგად მოტივირებული იქნება.ამას გარდა,შეიკრა გუნდი,რომელიც მხოლოდ კრიშტიანოზე აღარ არის დამოკიდებული.

მესამე ვისაც მე ფავორიტად მივიჩნევ,ყველასგან მივიწყებული იტალიაა.შემართული შემადგენლობით და კარგი ტაქტიკოსი მწვრთნელით.რეალურად ძალთა თანაფარდობა,ზემოთ ჩამოთვლილ ნაკრებებთან მიმართებაში,იტალიისთვის სანუგეშო ვერ იქნება.უბრალოდ იტალიისთვის, დრო მოვიდა რამე მოიგონ )))

ვინ იქნება შენი აზრით მთავარი იმედგაცრუება (ნაკრები და მოთამაშე) ევროზე და რატომ გგონია ასე?

პირველ რიგში ვფიქრობ რომ ესპანეთი გაგვაწბილებს.ალბათ ჯგუფიდან გავა,მაგრამ….. გერმანიას უჭირს ძალიან,იოახიმ ლიოვმა წასვლა დააგვიანა.გუნდი ვერ შეიკრა,ვერც მხოლოდ ახალგაზრდებით და ვერც გამოცდილ მოტამაშეებთან კოლაბორაციით.ერთადერთი,რამაც შესაძლოა გერმანია კრახს გადაარჩინოს,ეს ამ ნაკრების ხასიათია

თუ ბელგიამ ევროპის ჩემპიონატი ვერ მოიგო,ესეც იმედგაცრუებათ ჩაითვლება,რადგანაც გუნდი,უკვე დიდი ხანია ემზადება ტიტულისთვის,სხვა ნებისმიერი შედეგი,კრახათ შეფასდება

ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?

აქ მთავარი შეფასების კრიტერიუმია.რას ჩავთვლით აღმოჩენად.თუ უკრაინის ნაკრების ჯგუფიდან გასვლა,აღმოჩენად უნდა ჩავთვალოთ,მაშინ შეგვიძლია შევჩენკოს გუნდს დავაკვირდეთ.

საინტერესო ნაკრები ყავს თურქეთს და დანიას

ვფიქრობ მოულოდნელად გაგვაოცებს ინგლისის ნაკრების შემტევი -ბაკაიოკი საკა

ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა მაქსიმალურად ობიექტურად როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?

ვქომაგობ ინგლისს,ვთვლი, რომ მინიმუმ ნახევრაფინალში შეუძლია გასვლა. ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი,საუთგეიტის გუნდს აქვს 60 %

რა იქნება „ახალი“ და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?

ახალ და საინტერესოს საერთოდ არ ველი,უბრალოდ მაყურებლების თანხლებით თამაშის ყურება მომენატრა.

მადლობა

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები