პარასკევი, 12 აგვისტო, 2022

ეს არ იყო პენალტი – ნევილი

spot_img

-როგორ ფიქრობთ, პენალტი უნდა დენიშნათ?

“-არა, არანაირად. მილიონიდან არც ერთ შემთხვევაში. მე მუდამ ვფიქრობ, რა სათაურები დაგვხვდებოდა დილას, როგორ ვიგრძნობდით თავს, რომ ჩვენთვის ასეთი პენალტი დაედოთ. ჩვენ სრულიად განადგურებულები ვიქნებოდით.

მაგრამ, სიმართლე გითხრათ ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე რვა ტურნირში ვითამაშე ინგლისთან ერთად, ჩვენ გოლებს გვიუქმებდნენ, მომენტებს ვერ ვიყენებდით, ბურთი ძელს ხვდებოდა, ფეხბურთელებს გვიძევებდნენ. ჩვენ ამ წლების განმავლობაში იმდენჯერ მოგვიწია თავის მართლება, თუ რატომ ვერ ვაღწევდით წარმატებებს…

მე გულწრფელად მჯერა, რომ გუშინ ინგლისი პენალტის გარეშეც მოიგებდა. მე ვფიქრობ, რომ ნაკრები ცუდად არ თამაშობდა და გოლიც გავიდოდა.

ეს არ იყო პენალტი, შეხება ძალიან სუსტი იყო…”- თქვა ნევილმა

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები