შაბათი, 13 აგვისტო, 2022

დავით ღამბაშიძე – გერმანიის ქომაგი ვარ და ნებისმიერ დროს და მდგომარეობაში მათ შეუძლიათ შედეგის დადება

spot_img

მაშ ასე ჩვენი რუბრიკა სრულდება და ბოლოს შეფასება რა თქმმა უდნა ჩვენი საიტის ერთ-ერთ დამფუძნებელს და მთავარ ექსპერტს, დავით ღამბაშიძეს ვკითხეთ:

 

ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?

3 მთავარ ფავორიტს თუ დავასახელებ ამ ევროპაზე ჩემი აზრით ესენი იქნებიან საფრანგეთი; ბელგია და რაღა თქმაუნდა გერმანია.

საფრანგეთის და ბელგიის ფავორიტობას თუ რატომ ვფიქრობ ნათელია მათ შემადგენლობას და ფეხბურთელების ინდივიდუალურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ხოლო რაც შეეხება გერმანიას ჩემი ყველა დროის ფავორიტი ნაკრებია და მათ ყოველთვის აქვთ შანსი იმის მიუხედავად თუ რა მდგომარეობააა შიდა სამზარეულოში დავამატებ იმასაც რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა წელს უკვე მოიგო ევრო 2021.

 

ვინ იქნება შენი აზრით მთავარი იმედგაცრუება (ნაკრები და მოთამაშე) ევროზე და რატომ გგონია ასე?

მთავარი იმედგაცრუების მხრივ წინასწარ ვერც ფეხბუურთელს და ვერც გუნდს ვერ გამოვყოფ, რადგან განსაკუთრებული იმედების (გერმანიის ნაკრების და ფეხბურთელების გარდა) წინასწარ დამყარება არ მიყვარს რომ შემდეგ ზედმეტად იმედგაცრუებული არ დავრჩე…

ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?

მთავარ აღმოჩენას რაც შეეხება მგონია რომ ჯამალ მუსიალას თუ დრო მიეცა გაიბრწყინებს აუცილებლად, რადგან ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა და ვნახოთ მომავალში როგორ განვითარდება მისი კარიერა ნაკრებში.

აღმოჩენის რა გითხრათ მაგრამ მგონია რომ თურქეთი კიდევ ერთხელ იტყვის თავის სიტყვას და შეგვახსენებს თავს როგორც სჩვევია ხოლმე.

ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა მაქსიმალურად ობიექტურად როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?

გერმანიის ქომაგი ვარ და ნებისმიერ დროს და მდგომარეობაში მათ შეუძლიათ შედეგის დადება. მარტივად შეგვიძლია 2002 წლის მსოფლიო გავიხსენოთ პლეი-ოფებში როგორ მოახერხა 1-0 ებით ფინალამდე გასვლა ძალიან შებოჭილი და უფანტაზიო ნაკრებით ფინალამდე სადაც კიჭა რონალდომ 2-0 მოგვიგო. შანსები კი ზუსტად იმდენადააქვს როგორც ზედა ჩამონათვალშია არა პირველი და არა უკანასკნელი.

რა იქნება „ახალი“ და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?

ახალი იქნება ბევრი რამ, მაგრამ საინტერესო რამდენად ეგ სხვა საკითხია, გინდაც ვარი ავიღოთ ფეხბურთის ემოცია დამაკარგინა და იმედია კარგი სიახლე იქნება ის თუ ამ ევროპაზე ვერ ვიგრძნობთ მის არსებობას და გატანილი გოლის ზეიმი და ემოციების გამოხატვა რომ იყოს შესაძლებელი ვარ გადამოწმების გარეშე. (თუ რა თქმა უნდა წესებით დაცვით გავა გოლი)

მადლობა

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები