იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ, რომელმაც ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, მილანთან კონტრაქტის გახანაგრძლივება არ ისურვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით პსჟ-ს შეუერთდა, რომელთანაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“ამ კლუბის შესახებ კარგი ამბები მესმოდა. ველაპარაკე ბუფონს და მან პსჟ-ში გადასვლა მირჩია. მესაუბრა ამ გინდის ისტორიაზე, პარიზის სილამაზეზე. ამან მიბიძგა აქ მოვსულიყავი. ბედნიერი ვარ და ვამაყობ ამით-თქვა დონარუმამ