პარასკევი, 12 აგვისტო, 2022

ბარბოსამ გიგა ჭიკაძეს ვატკენო

spot_img

რას ველოდები გიგასთან ბრძოლისგან? ნამდვილ ომს ველოდები! ყველამ იცის, რომ ყოველთვის, როცა ოქტაგონზე გავდივარ, ომისთვის მზად ვარ და გამონაკლისი არც ეს ბრძოლა იქნება.

ჭიკაძე შესანიშნავი სტრაიკერია და ბოლო ბრძოლებში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მან მეტოქეები ფეხით განხორციელებული დარტყმებით დააფინიშა და ასეთი დარტყმები ჩინებულად გამოსდის, თუმცა ამ კომპონენტში მეც ძლიერი ვარ და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ MMA-ში ერთ-ერთი საუკეთესო სტრაიკერი ვარ. ამ ბრძოლით ქომაგები აღფრთოვანებული სწორედ ამიტომ არიან. ყველამ იცის, რომ გიგა შესანიშნავი სტრაიკერი და ძალიან სახიფათო ბიჭია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მეტოქეებს უდიდეს ტკივილს ვაყენებ.

ძალიან გახარებული ვარ, რომ 5-რაუნდიანი ბრძოლა იქნება. თავდაუზოგავად ვვარჯიშობ და 25-წუთიანი ბრძოლისთვის მზად ვარ. სიმართლე გითხრათ, მჯერა, რომ ჭიკაძე 25 წუთს ვერ გამიძლებს. ურთულესია, 25 წუთის განმავლობაში ჩემ წინ იდგე. ხალხს სერიოზულ ტკივილს ვაყენებ და თუ ჩემ წინ დგახარ, ეს არ აგცდება. თუ ჭიკაძე მომცემს შანსს, რომ ბრძოლა ნაადრევად დავასრულო, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრძოლა ნაადრევად დასრულდება“!

© Crystalsport.ge

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები