“რეალამდე” კარლო ანჩელოტის “ინტერის” გაწვრთნას თავაზობდნენ.
As-ცნობით 61 წლის იტალიელმა სპეციალისტმა უარით გაისტუმრა “ინტერის” წარმომადგენლები. “მე გუნდურ მოთამაშედ “მილანში” ვიქეცი და ეს ტიფოზების დამსახურებაა, მე მათ ვერ ვუღალატებ”-უპასუხა მწვრთნელმა
შეგახსენებთ, ანჩელოტი 1987-1992 წლებში “მილანის” შემადგენლობაში გამოდიოდა და მათთან ერთად 9 ტიტული მოიგო. 2001 დან 2009 წლამდე კი უკვე გუნდს წვრთნიდა და მათთან ერთად იტალიის ჩემპიონატი და 2 ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო.