ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ჩოგბურთი – ბასილა ბრუნდება, იგი ცინცინატის ტურნირზე ითამაშებს

spot_img

ჰამბურგის 500-იანი ტურნირის პირველ წრეში დამარცხების შემდეგ, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, საჩოგბურთო კორტს ცინცინატიში უბრუნდება.

აღნიშნული ტურნირი სტარტს, მოახლოებულ ორშაბათს, 15 აგვისტოს აიღებს და აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად რეიტინგის 29-ე ჩოგანი გახლავთ.

ჩვენებური ჩოგბურთელის პირველი მეტოქე, ადგილობრივი მაკენზი მაკდონალდი იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც იგი ძალებს ესპანელ კარლოს ალკარასთან მოსინჯავს.

ბასილაშვილს მის მომავალ მეტოქესთან, წლეულს უარყოფითი ბალანსი აქვს, რადგან მასთან გამართული ორივე დაპირისპირება სეტის მოგების გარეშე დათმო.

15.08.2022 – მაკდოლანდი VS ბასილაშვილი – 18:00

მეორე წრიდან ტურნირში ბრძოლას, შემდეგი რვა ჩოგბურთელი ჩაებმევა და ესენი არიან: დანილ მედვედევი, რაფაელ ნადალი, კარლოს ალკარასი, სტეფანოს ციციპასი, კასპერ რუდი, ანდრეი რუბლევი, ფელიქს ოჟე ალიასიმი და ჰუბერტ ურკაჩი

როგორი მეოთხედფინალებია ტურნირზე მოსალოდნელი 

დანილ მედვედი – ანდრეი რუბლევი

სტეფანოს ციციპასი – ჰუბერტ ურკაჩი

კასპერ რუდი – კარლოს ალკარასი

ფელიქს ოჟე-ალიასიმი – რაფაელ ნადალი

 

და ბოლოს გეტყვით, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირზე აუცრელობის გამო ვერ იღებს მონაწილეობას, ხოლო ზოგადად ცინცინატის ტურნირი 1000-იანთა კატეგორიაში შედის.

 

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები