ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ჩოგბურთი – ბასილაშვილი უინსტონ-სალემში ითამაშებს

spot_img

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მიმდინარე სეზონში ახალ ტურნირში სათამაშოდ ემზადება. საუბარია უინსტონ-სალემზე, სადაც ჩვენებურის სავარაუდო მეტოქეები უკვე გარკვეულია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი უინსტონ-სალემზე მე-6 ნომრად იქნება განთესილი, იგი ამ ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ბრაზილიელი ტიაგო მონტეიროს და ამერიკელი დენის კუდლას წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი VS ტიაგო მონტეირო/დენის კუდლა

აქვე შეგახსნებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP-ის რეიტინგის 34-ე ნომერია.

მესამე წრის შესაძლო მეტოქე: ბენჟამინ ბონზი(საფრანგეთი)/კაილ ედმუნდი(დიდი ბრიტანეთი)

ქართველ ჩოგბურთელს ოთხ მატჩიანი წაგებათა სერია აქვს, რომელიც უიმბლდონზე ტიმ ვან რაითჰოვენთან, ბასტადში უგო გასტონთან, ჰამბურგში ასლან კარაცევთან და ცინცინატიში მაკენზი მაკდონალდთან წაგებებით შედგება.

და ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ ჩამოთვლილ ამ მატჩებში, ნიკას ერთი სეტიც კი არ აქვს თავის სასარგებლოდ დასრულებული.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები