სამშაბათი, 27 თებერვალი, 2024

ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეც დასრულდა

spot_img

ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეც დასრულდა. ორი 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა. სან სიროზე გამართულ შეხვედრაში მილანის ინტერი ლივერპულს დაუპირისპირდა. მერსისაიდელებმა მატჩის მიწურულს მაინც გატეხეს საკმაოდ დალაგებულად მოთამაშე ინტერი. პირველი ტაიმი ასე თუ ისე თანაბარ ბრძოლაში გაიმართა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტი მთლიანად ინტერის იყო. ისინი საკმაოდ მწვავედ უტევდნენ, მაგრამ საქმე როგორც კი დამაგვირგვინებელ ფაზამდე მივიდოდა, აქ ვირჯილ ვან დეიკი ერთვებოდა და პირველ თუ მეორე სართულზე ყველა სიტუაციას ანეიტრალებდა. ყველაფერი კი იურგენ კლოპის ცვილებებმა გადაწყვიტეს. მან სამმაგი ცვლილება განახორციელა და სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ბობი ფირმინიომ გახსნა ანგარიში. ამის მერე მთლიანად მოიშალა ინტერი და მოჰამედ სალაჰმა მეორეც გაუტანა ინტერს და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 0:2, რაც განმეორებითი მატჩისთვის საკმოდ დიდი ფორაა ლივერპულისთვის.

დღის მეორე მატჩი ავსტრიაში გაიმართა და ზალცბურგმა ბაიერნს უმასპინძლა. ზალცბურგი პირველივე ტაიმში დაწინაურდა და მთელი თამაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მათ არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს და ცოტა დააკლდათ, რომ სენსაციამდე მიეყვანათ მატჩი, მაგრამ თამაშის 90-ე წუთზე ბავარიამ ერთი გოლი გაქვითა და მატჩიც ასე დასრულდა, ფრედ 1:1. განმეორებითი მატჩი მიუნხენში გაიმართება და იქ სავარაუდოდ სულ სხვა ბაიერნს ვიხილავთ.

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

spot_img

მსგავსი სიახლეები