პარასკევი, 1 მარტი, 2024

ჩელსი-ვილიარეალი: ექსპერტ დავით ღამბაშიძის პროგნოზი

spot_img

მაშ ასე, დღეს სუპერთასის ფინალია, რაც მომასწავლებელია იმისა, რომ იწყება ევროთასები (ლიგა, უეფა). დღეს ტუხელის მიერ სასიკეთოდ სახეცვლილი ჩელსი დაუპირისპირდება უნაი ემერის ვილიარეალს. აქ კლუბების ჯახთან ერთად მწვრთნელების დაპირისპირებაც იქნება, რადგან ტუხელის შესაძლებლობები ჩელსიში უკვე დავინახეთ, ხოლო უნაი ემერიმ კი თავისი სახელი უკვე ყველას დაამახსოვრა და უტიტულო გუნდითაც კი, მოახერხა უეფას თასის მოგება. ბოლო 8 სუპერთასს თუ გადავხედავთ, უეფას ჩემპიონმა ერთადერთხელ აწია სუპერთასი 2018 წელს, სადაც ატლეტიკომ დაამარცხა რეალი 4-2, დანარჩენ 7-იდ შემთხვევაში ლიგის გამარჯვებულმა იმარჯვა. იმის მიუხედავად, რომ სეზონი ჯერ არ დაწყებულა ბუქმეიკერების ფავორიტი ჩელსია და ვფიქრობ, რომ გაამართლებს ამ სტატუსს. ზოგადად სუპერთასის შეხვედრები სანახაობრივი გამოდის, რადგან ძირითადად ყველაფერი ბევრი მოდის(კუთხურები, თამაშგარე….). დღესაც, დიდი იმედი მაქვს სანახაობრივი მატჩის და ვფიქრობ კუთხურები და თამაშგარეებიც იქნება ამ ყველაფერთან ერთად. მატჩის მთავარი არბიტრი გახლავთ იგორ კარასევი, რომელსაც უბარათო ევროპის ჩემპიონატზე 3 შეხვედრაში 10 ყვითელი და 1 წითელი აქვს ფეხბურთელებისთვის ნაჩვენები.

ექსპერტის პროგნოზი:

1. ჩელსის მოგება

2. 8.5-ზე მეტი კუთხური

3. 3.5-ზე მეტი ბარათი

4. 3.5-ზე მეტი თამაშგარე

5. ჩელსის 2.5-ზე მეტი თამაშგარე

6. ჩელსის 5.5-ზე მეტი კუთხური

დასაწყისი თბილისის დროით: 23:00 საათი

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები