ორშაბათი, 24 ივნისი, 2024

შერიფი – ცრვ. ზვეზდა: (ფანის პროგნოზი)

spot_img

ჩემპიონთა ლიგა შერიფი – ცრვენა ზვეზდა რას უნდა ველოდოთ ამ თამაშისგან? პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ დაძაბული და აგრესიული თამაში უნდა გამოდგეს. პირველი შეხვედრა 1-1 დასრულდა ბელგრადში და შერიფი ამ თამაშში ცუდად არ გამოიყურებოდა. პირიქით მომენტებიც შექმნეს და მიუხედავად კონტრშეტევებზე აგებული სტილისა არაფერი დაუთმეს მეტოქეს. ცრვენა ზვეზდა თავის სათამაშო კონდიციებში შედის და ეს შერიფთან თამაშსაც დაეტყო. ბევრი მომენტი შექმნა გუნდმა, თუმცა რეალიზება მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ვფიქრობ სერბები თავის სიტყვას ტირასპოლშიც იტყვიან დღეს. თამაშის სავარაუდო სცენარი იქნება ასეთი: ცრვენას გასატანი აქვს, თუმცა მათ იციან შერიფის სტილი, რომელიც კონტრშეტევებზე კარგად იჩხვლიტება… არ მგონია თამაშის სტილი შეიცვალოს, შერიფი ისევ კონტრშეტევებზე ააწყობს თამაშს და ეცდება პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვას… მეორე ტაიმში კი სერბებს გაუჭირდებათ, უნდა გახსნან თამაში მეტად, რაც სივრცეებს გაუნთავისუფლებს მოლდოველებს და მისცემს შანსს გოლი გაუტანონ მეტოქეს. ასე რომ სერბები უფრო აქტიურები იქნებიან პირველ ნახევარში, თან კლასით მაღლა დგანან მეტოქეზე, რაც პირველმა თამაშმაც გამოაჩინა. შეხვედრის მსაჯია გერმანელი ფელიქს ცვაიერი, რომელიც ბარათების ამოღების სიყვარულზე მეტად ჯარიმების დაფიქსირებაზეა შეყვარებული და ხანდახან ელემენტარულ კონტაქტზეც კი დებს ფოლებს. 23-24 ჯარიმა ცვაიერის ნამსაჯ თამაშებში ჩვეულებრივი ამბავია, თუ ხისტი გუნდები თამაშობენ მითუმეტეს. თუ გადავხედავთ წინა თამაშს, 28 ჯარიმა დააფიქსირეს გუნდებმა (შერიფი 14, ცრვენა 14) და 8 ბარათიც შემატეს მათი უხეშობის მონაგარს. დაძაბული ფონი დღევანდელ თამაშს ვფიქრობ ბოლომდე გაყვება, ანგარიშიც საკმაოდ მაცდურია, იქნება ხისტი თამაში განსაკუთრებით გოლის მერე და ეს გოლი თუ პირველ ტაიმში გავა მთლად უკეთესი. ორივე გუნდი უხეში სტილისაა, განსაკუთრებით სერბებს ახასიათებთ აგრესია და არც მოლდოველებია ანგელოზები ამაში. ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სერბებს ფლაგნებიდან შეტევები უყვართ და პირველ თამაშში დატვირთვა ამ კუთხით ნამდვილად იყო, შერიფის დაცვა კი არ გახლავთ იმ დონის ადვილად გაუმკლავდნენ მეტოქის ფლანგურ შეტევებს და წესით ამ თამაშშიც კუთხურები მეტი სწორედ სერბებმა უნდა მოაწოდონ, ვფიქრობ მოუწევთ მოლოდველებს ბურთების მოგერიება კუთხურებზე, ცრვენას შორიდან დარტყმებიც გამოსდის ასევე. თან გოლი პირველ რიგში სწორედ სერბებს აქვთ გასატანი და მეტი შეტევა სწორედ მათგან უნდა ვიხილოთ. თუ ამ კომპონენტებს ერთად შევკრებთ და გავაანალიზებთ სავარაუდო სათამაშო სქემას ლოგიკურად მივიღებთ შემდეგ მოცემულობას:

კოკა კვერნაძის პროგნოზი:

  • ჯარიმების რ-ბა 26,5>
  • ბარათების რ-ბა 4,5>
  • ცრვენა ზვეზდა ჩამოაწვდის მეტ კუთხურს

დასაწყისი : 21:00 საათი

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები