შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ფეხბურთი – ჰალმა გასვლაზე ფრე ითამაშა

spot_img

ინგლისის ჩემპიონშიპის მეორე ტურის შეხვედრაში, შოთა არველაძის ჰალმა, გასვლაზე პრესტონთან, ნულოვანი ფრე დააფიქსირა.

გასულ ტურში შოთა არველაძის შეგირდებმა, სეზონის პირველი გამარჯვება ძალზე დრამატულ ვითარებაში მოიპოვეს, როდესაც “ვეფხვები” შინ ბრისტოლის წინააღმდეგ მარცხდებოდნენ, თუმცა თამაშის მოტრიალება და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხეს.

დღევანდელი მატჩის სტატისტიკურ მონაცემებს თუ მოვიშველიებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ პრესტონი მეტოქესთან შედარებით უფრო ახლოს იყო, მაგრამ შეხვედრის მასპინძლებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს.

ასე და ამგვარად, ჰალ სიტის, მეორე ტურის შემდეგ 4 ქულა დაუგროვდა და მომდევნო ტურის მატჩს, საკუთარ კედლებში ნორვიჩის წინააღმდეგ გამართავს.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

 

 

 

 

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები