ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ფეხბურთი – ხოჭოლავა დანიის ჩემპიონატის სიმბოლურშია

spot_img

საქართველოს ნაკრების და კოპენჰაგენის ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ, დანიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა დაიმსახურა.

ქართველმა ფეხბურთელმა, ბრონდბიუსთან გამართულ მატჩში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა და აღნიშნული შეხვედრა კოპენჰაგენმა, ანგარიშით 4-1 მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ დავით ხოჭოლავას, დანიის ჩემპიონატის პირველი სამი თამაში ტრავმის გამო გაუცდა და შესაბამისად ქართველმა მცველმა, გოლის გატანა სეზონის პირველივე მატჩში მოახერხა.

და ბოლოს რამდენიმე ფაქტი კოპენჰაგენის შესახებ

1.კოპენჰაგენი დანიის მოქმედი ჩემპიონია

2.მოქმედ ჩემპიონებს, ქვეყნის ახალ ჩემპიონატში გამართულ 4 მატჩში, 6 ქულა აქვთ.

3.კოპენჰაგენი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში თურქულ ტრაბზნოსპორს შეხვდება.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები