საქართველოს ნაკრების შემტევმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ნაპოლის რიგებში მორიგი ტესტ-მატჩი გამართა და თავის გამოჩენა კიდევ ერთხელ შეძლო.
ამჯერად ნეაპოლელები, ესპანურ ჟირონასთან თამაშობდნენ და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მე-80 წუთზე ზუსტად შესრულებულმა პენალტმა, რომელიც ქართველმა თავად მოიპოვა, მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მატჩამდე იწერებოდა, რომ ქართველი ფეხბურთელი მცირე დაზიანების გამო ჟირონას წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა, თუმცა იგი მოედანზე 24-ე წუთისთვის გამოჩნდა და მან ასევე ტრავმირებული მატეო პოლიტანო შეცვალა.
თავად ქართველმა ფეხბურთელმა კი მოედანი 91-ე წუთზე დატოვა, რადგან მეტოქის ერთ-ერთმა მცველმა, სახეში იდაყვი უთავაზა, რის გამოც ხვიჩამ თამაშის ბოლომდე ჩამთავრება ვეღარ მოახერხა.
ხვიჩა კვარაცხელიას, ნაპოლის შემადგენლობაში გამართულ 5 ამხანაგურ მატჩში, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაგროვდა.
და ბოლოს გეტყვით, რომ ნაპოლი ბოლო ამხანაგურ მატჩს, 6 აგვისტოს ესპანიოლის წინააღმდეგ გამართავს.
ნაპოლი 3-1 ჟირონა
გოლები: 1-0 დავიდ ლოპესი(ს.კ), 1-1 კასტელანიოსი, 2-1 პეტანია, 3-1 კვარაცხელია(პენ.)
ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე