ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ფეხბურთი – შეუჩერებელი “მიქა”

spot_img

საფრანგეთის ლიგა 2-ში სათამაშო ტური ისე არ გადის, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი მიქაუტაძე რაიმე შედეგიანი მოქმედებით არ გამოირჩეს.

დღევანდელი ტურის ჩათვლით, ქართველ ფეხბურთელს ოთხ ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ შეხვედრას, გიორგი მიქაუტაძემ ლავალის წინააღმდეგ გასვლით მატჩში თანაგუნდელები 2 საგოლე გადაცემით მოამარაგა და აღნიშნული შეხვედრა, რომელშიც მეცს 9 კაცით მოუწია თამაშის დასრულდება, ფრედ 3-3 მორჩა.

გიორგი მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა, ჯერ იბრაჰიმა ნიანს, ხოლო შემდეგ მატიო უდოლს გაუკეთა.

“მიქამ” მოედანზე 80 წუთი დაჰყო და ბოლოს გეტყვით იმას, რომ მეცი მომდევნო ტურში, 27 აგვისტოს დიჟონს უმასპინძლებს.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები