შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ფეხბურთი – ქართველთა გუნდები ქართველების გარეშე თამაშობენ

spot_img

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, კიდევ ხუთი დაპირისპირება შედგა და წინა დღის მატჩებისგან განსხვავებით, უმეტეს წყვილებში გამსვლელ გუნდთა ვინაობა მეტად გამოიკვეთა.

ნორვეგიულმა ბოდო/გლიმტმა და სერბულმა ცრვენა ზვეზდამ თავიანთი მეტოქეები, შესაბამისად ლიეტუვური ჟალგირისი და სომხური პიუნიკი, ერთნაირი ანგარიშებით 5-0 გაანადგურეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველი მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი, კარიერას სწორედ ცრვენა ზვეზდაში გააგრძელებს და სავარაუდოდ იგი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მატჩების დროს, ახალ გუნდთან ერთად იქნება.

რაც შეეხება დანარჩენ შეხვედრებს, ლუკა გუგეშაშვილის ყარაბაღი საკუთარ მოედანზე, გიორგი ხარაიშვილის ფერენცვაროშს ხვდებოდა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანელთა სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა, ხოლო გიორგი ხარაიშვილი ფერენცვაროშის განაცხადს მიღმა დარჩა.

გუშინდელ დღეს ასევე არ უთამაშიათ არც ოთარ კიტეიშვილს შტურმის და არც რევაზ ინჯგიას აპოლონის შემადგენლობაში.

ისე კი გეტყვით, რომ ორივე მათგანის გუნდმა გასვლითი მარცხი განიცადა. შტურმმა დინამო კიევთან, მოხლოდ ერთი ბურთით ანგარიშით 0-1 წააგო, ხოლო აპოლონ ლიმასოლმა მაკაბი ჰაიფასთან შეხვედრა 0-4 დათმო.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

 

 

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები