ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ფეხბურთი – რეალმა გასვლაზე ზედიზედ მეორედ მოიგო

spot_img

რეალმა ლა ლიგის ახალი სეზონი ორი გასვლითი გამარჯვებით დაიწყო.

თუ რეალმა პირველ შემთხვევაში ალმერია ანგარიშით 2-1, ამჯერად სელტა უფრო დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა.

ლუკა მოდრიჩმა მორიგი ლამაზი სანახაობა დადგა, რომელმაც ჯერ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა, შემდეგ კი ვინიციუსს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

სელტა 1-4 რეალ მადრიდი

გოლები: 0-1 ბენზემა(პენ.), 1-1 ასპასი(პენ.), 1-2 მოდრიჩი, 1-3 ვინიციუსი, 1-4 ვალვერდე

 

სხვა მატჩების შედეგები

სევილია 1-1 ვალიადოლიდი

ოსასუნა 2-0 კადისი

მალიორკა 1-2 ბეტისი

და ბოლოს გეტყვით, რომ ორი ტურის შემდეგ რეალს, ბეტისს და ოსასუნას ერთნაირი რაოდენობის 6-6 ქულა მოუგროვდათ.

დღეს: 19:30 ბილბაო – ვალენსია, 21:30 ატლეტიკო – ვილიარეალი, 00:00 სოსიედადი – ბარსელონა

 

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები