ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ფეხბურთი – რეალის დამაჯერებელი მოგება და სუპერ თასის მეხუთე ტიტული

spot_img

2017 წლის შემდეგ რეალმა, ევროპის სუპერ თასი პირველად მოიგო. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ტრიუმფატორმა, გერმანული აინტრახტი ძალზე მარტივად დაამარცხა და აღნიშნულ ტიტულს ისტორიაში მეხუთედ დაეუფლა.

ამ მიღწევით სამეფო კლუბი ორ გუნდს, ბარსელონას და მილანს გაუთანაბრდა.

რეალი 2-0 აინტრახტი

გოლები: 1-0 ალაბა, 2-0 ბენზემა

წლევანდელი ევროპის სუპერ თასის დაპირისპირებას, ფინეთის დედაქალაქმა, ჰელსინკმა უმასპინძლა და ორივე ტაიმში თითო გოლის გატანით, რეალმა მარტივ გამარჯვებას მიაღწია.

ანგარიში მადრიდელთა მხრიდან ავსტრიელმა მცველმა, დავიდ ალაბამ გახსნა, ხოლო მეორე გოლი ფრანგი თავდამსხმელი, კარიმ ბენზემას ანგარიშზეა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შეხვედრაში ნულოვანი ფრე ფიქსირდებოდა, გერმანული გუნდის შემტევმა, დაიჩი კამადამ გოლის გატანის კარგი შანსი გაანიავა. იაპონელს რეალის მეკარემ, ტიბო კურტუამ აჯობა.

შემადგენლობები

რეალი: კურტუა, კარვახალი(რუდიგერი 85), მილიტაო, ალაბა, მენდი, მოდრიჩი(როდრიგო 66), კაზემირო, კროოსი(ჩუამენი 85), ვალვერდე(კამავინგა 76), ბენზემა, ვინიციუსი(სებალიოსი 85)

აინტრახტი: ტრაპი, ტურე(ალარიო 70), ტუტა, ნდიკა, კნაუფი, სოუ, როდე(გიოტცე 58), ლენცი, კამადა, ბორე, ლინდსტრიომი(კოლო მუანი 58)

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები