შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ფეხბურთი – რა ხდება ვალენსიაში? მამარდაზე და მის კონკურენტებზე

spot_img

ესპანური ვალენსიას ნიდერლანდელი გოლკიპერი, იასპერ სილესენი, კარიერას საკუთარ ქვეყანაში გააგრძელებს და იგი ამიერიდან ნაიმეგენის ღირსებას დაიცავს.

33 წლის უკვე ვეტერანმა მეკარემ, გუნდის მთავარი კარის დარაჯის წოდება, მესტალიაზე ქართველი გიორგი მამარდაშვილის, გადასვლის შემდეგ დაკარგა და საკმაოდ დიდი ხანია იწერება, რომ მას ვალენსიაში დარჩენა აღარ სურს.

მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურდა და შესაბამისად მეორე მეკარედ ყოფნის პერსპექტივებიც აღარ ხიბლავდა.

იასპერ სილესენის სახით გიორგი მამარდაშვილს მთავარი კონკურენტი მოაკლდა. 

გიორგი მამარდაშვილის ახალი კონტრაქტის შესახებ 

დღეს ოფიციალურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალენსია, გიორგი მამარდაშვილს, 2027 წლამდე ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებს და ქართველის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.

იასპერ სილესენი ვალენსიას ღირსებას 2019 წლიდან იცავდა და ნიდერლანდელი კიპერი ამ გუნდში ბარსელონადან აღმოჩნდა. ზოგადად კი გეტყვით, რომ იგი სწორედ ნაიმეგენის სკოლის აღზრდილია და 2011-2016 წლებში კი აიაქსის შემადგენლობაში გამოდიოდა.

იასპერ სილესენმა ვალენსია კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დატოვა და ახლა კი ქართველი მეკარისთვის, კონკურენციის გაწევას ხაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო შეეცდებიან.

და ბოლოს გეტყვით, რომ ქართველი მეკარის გადაბირებაზე, უკვე ინტერესს იჩენს ტოტენჰემი, რომელიც ფრანგი კიპერი უგო ლორისის შემცვლელის აქტიურ ძიებაში გახლავთ.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები