შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ფეხბურთი – მძიმე სურათი კონფერენს ლიგაზე

spot_img

დღეს ქართული გუნდები კონფერენს ლიგის ისტორიაში რიგით მეორე გათამაშებაში ჩაებნენ და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ძალზე წარუმატებლად ჩაატარეს.

ამ ტურნირზე საქართველოს ღირსებას სამი კლუბი – თბილისის დინამო, გორის დილა და საბურთალო იცავენ.

თავისი მატჩები დილამ და საბურთალომ, ერთმანეთის პარალელურად დაიწყეს. გორელები ფინურ კუპსს გასვლით მატჩში, ხოლო საბურთალო ალბანურ პარტიზანს საშინაო კედლებში ხვდებოდნენ.

გორელებმა თავისი მატჩი ორბურთიანი სხვაობით ანგარიშით 0-2 დათმეს. მეტოქის მხრიდან პირველი გოლი მატჩის 33-ე წუთზე გავიდა, რომელიც ლატვიელი იანის იკაუნიექსის ანგარიშზეა, ხოლო მატჩის საბოლოო შედეგი, პენალტიდან ზუსტი დარტყმით, ფინელმა ტიმ ვაირინენმა 91-ე წუთზე დააფიქსირა.

საბურთალომ საშინაო შეხვედრას გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. დაახლოებით ერთი თვის წინ გუნდში გარკვეული ცვლილებები მოხდა, რის შედეგადაც გუნდი მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ და რამოდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. მსგავსი ფაქტორი მოახლებული ევროტურნირების წინ გუნდისათვის დიდ დარტყმას წარმოადგენდა და ზემოთ ნახსენებ შეხვედრაში მიღებული შედეგი დიდად მოულოდნელი აღარ ყოფილა. ლაშა ნოზაძის შეგირდები ალბანელებთან მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდნენ და მატჩის ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე ტედი კარამ გაიტანა.

დღევანდელი მატჩებიდან ქართველ გულშემატკივრებს შედარებით ყველაზე მეტი იმედი დინამო თბილისის გამარჯვებისადმი ჰქონდა, რომელიც ესტონურ პაიდეს ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელები შეხვედრაში ორჯერ იგებდნენ, საბოლოოდ თამაში მაინც სტუმართა მოგებით დასრულდა.

გამოსაყოფია დინამოელთა უკანა ხაზის მეტად არადამაჯერებელი თამაში და შეიძლება ითქვას, რომ მათ კარში მიღებული სამივე გოლი მათ სინდისზეა.

 

საბურთალო (საქართველო) 0-1 პარტიზანი (ალბანეთი)

გოლები: 0-1 კარა

კუპსი (ფინეთი) 2-0 დილა (საქართველო)

გოლები: 1-0 იკაუნიექსი, 2-0 ვაირინენი

დინამო თბილისი 2-3 პაიდე (ესტონეთი)

გოლები: 1-0 სხირტლაძე, 1-1 ლუცი, 2-1 ხარაბაძე, 2-2 სინგატე, 2-3 პიტი

 

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები