ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ფეხბურთი – ლონდონურმა გუნდებმა იმარჯვეს

spot_img

დღეს 20 აგვისტოს, პრემიერ ლიგის მესამე ტურის შეხვედრების ნაწილი გაიმართა, სადაც მთავარ ინტერესს ლონდონური კლუბების შეხვედრები იწვევდა.

ტოტენჰემი საკუთარ მოედანზე ვულვერჰემპტონს, ხოლო არსენალი ბორნმუთს გასვლით შეხვედრაში ეთამაშებოდა.

ტოტენჰემი 1-0 ვულვეჰემპტონი

გოლები: 1-0 ჰარი კეინი

შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 64-ე წუთზე, ივან პერიშიჩის საგოლე გადაცემით ჰარი კეინმა გაიტანა, რომელმაც კარიერაში ტოტენჰემის მაისურით 250-ე გოლი გაიტანა.

ანტონიო კონტეს გუნდს, განვილილი სამი ტურის შემდეგ 7 ქულა მოუგროვდა.

დღევანდელ დღეს გატანილი გოლით ჰარი კეინმა, პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა, ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების კუთხით, რომელმაც სერხიო აგუეროს გადაასწრო – ჰარი კეინი 185, სერხიო აგუერო 184

და ასევე ჰარი კეინს, ტოტენჰემის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე 16 გოლი აკლია.

ვულვზის ძირითად შემადგენლობაში, გუნდის პორტუგალიელმა თავკაცმა ბრუნო ლაჟმა 11 ფეხბურთელიდან 7 მოთამაშე, თავისი ეროვნების გაამწესა და ესენი არიან: ჟოზე სა, ჟოაო მოუტინიო, რუბენ ნევეში, მატეუს ნუნიეში, პედრო ნეტო, დანიელ პოდენსე და გონსალო გედეში

ასევე მოედანზე სკამიდან გამოჩნდა – ნელსონ სემედუ

ბორნმუთი 0-3 არსენალი

გოლები: 0-1 ოდეგორი, 0-2 ოდეგორი, 0-3 სალიბა

ლონდონის არსენალმა, პრემიერ ლიგის ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ამჯერად “მეთოფეებმა” ბორნმუთი გასვლით შეხვედრაში, ანგარიშით 0-3 დაამარცხეს.

აღნიშნული გამარჯვებით, ლონდონური კლუბი მინიმუმ ხვალამდე, პრემიერ ლიგის ერთპიროვნული ლიდერი იქნება.

 

სხვა მატჩების შედეგები

ლესტერი 1-2 საუტჰემპტონი

გოლები: 1-0 მედისონი, 1-1 ჯასტინი(ს.კ), 1-2 ადამსი

ევერტონი 1-1 ნოტინგემი

გოლები: 0-1 ჯონსონი, 1-1 გრეი

ფულჰემი 3-2 ბრენტფორდი

გოლები: 1-0 კორდოვა-რიდი, 2-0 პალინია, 2-1 ნორგორი, 2-2 ტოუნი, 3-2 მიტროვიჩი

კრისტალ პალასი 3-1 ასტონ ვილა

გოლები: 0-1 უოტკინსი, 1-1 ზაჰა, 2-1 ზაჰა, 3-1 მატეტა

 

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები