ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ფეხბურთი – ინტერმა მოიგო! 4 მატჩში სულ 4 გოლი ვიხილეთ

spot_img

სერია ა-ს გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონმა ინტერმა, ახალი სეზონის პირველი საშინაო მატჩში დამაჯერებლად იმარჯვა. სიმონე ინძაგის გუნდმა სპეციას, ანგარიშით 3-0 სძლია.

ამრიგად ინტერი, იტალიის სერია ა-ს ახალ სეზონში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც თავი 6 ქულას მოუყარა.

ინტერი 3-0 სპეცია

გოლები: 1-0 მარტინესი, 2-0 ჩალხანოღლუ, 3-0 კორეა

 

სხვა მატჩების შედეგები

სასუოლო 1-0 ლეჩე

ტორინო 0-0 ლაციო

უდინეზე 0-0 სალერნიტანა

 

და ბოლოს გეტყვით, რომ დღეს “სტადიო მარადონაზე” ნაპოლიში, ხვიჩა კვარაცხელიას საშინაო დებიუტის მოლოდინში ვართ, სადაც “პარტენოპეი” მონცას შეხვდება.

ასევე დღეს გაიმართება ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი, ატალანტა – მილანი, ხოლო იუვენტუსი მეორე ტურის შეხვედრას, ხვალ სამპდორიასთან გასვლით მატჩში ჩაატარებს.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები