ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ფეხბურთი – ვერდერმა საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა

spot_img

გერმანული ფეხბურთის ელიტაში, წლეულს დაბრუნებულმა ვერდერმა, ახალ სეზონში პირველ გამარჯვებას დრამატულ ვითარებაში მიაღწია.

დორტმუნდი 2-3 ვერდერი

გოლები: 1-0 ბრანდტი, 2-0 გერეირო, 2-1 ბუჩანანი, 2-2 შიმდტი, 2-3 ბერკე

ვერდერმა აღნიშნული გამარჯვება, არც მეტი, არც ნაკლები 89-ე წუთის შემდეგ მოიპოვა. თანაც გასვლით შეხვედრაში, თვით  დორტმუნდის ბორუსიასთან. ზემოთ ხსენებული დროისთვის, ბრემენელები ანგარიშით 2-0 მარცხდებოდნენ, თუმცა მოულოდნელად 6 წუთში გატანილი სამი გოლით, დიდებულ ქამბექს ჩაუყარეს საფუძველი.

იმის დარად, რომ ვერდერმა სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწია, დორტმუნდმა კი  განვლილ სამ ტურში პირველი მარცხი განიცადა. სამი ტურის შემდეგ ვერდერს 5 ქულა, ხოლო დორტმუნდს 6 ქულა მოუგროვდა.

და ბოლოს გეტყვით, რომ ბუნდესლიგის ტიტულის მოპოვების მთავარი ფავორიტი ბაიერნი, მესამე ტურის მატჩს, ხვალ გასვლით შეხვედრაში ბოხუმის წინააღმდეგ გამართავს.

 

სხვა მატჩების შედეგები

აუგსბურგი 1-2 მაინცი

ლევერკუზენი 0-3 ჰოფენჰაიმი

შტუტგარტი 0-1 ფრაიბურგი

ვოლფსბურგი 0-0 შალკე

უნიონი 2-1 ლაიპციგი

 

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები