შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ფეხბურთი – დღეს ბუნდესლიგის ახალი სეზონი იწყება

spot_img

დღეს გერმანიის ბუნდესლიგის ახალი სეზონი აიღებს სტარტს და გახსნით მატჩში “დოიჩ ბანკ პარკზე” ერთმანეთს, აინტრახტი და ბაიერნი შეხვდებიან.

აქვე შეგახსნებთ, რომ ბაიერნი გერმანიის მოქმედი ჩემპიონია, ხოლო აინტრახტი გასულ სეზონში ევროპა ლიგის ტრიუმფატორი გახდა.

და აღნიშნულ მატჩზე აინტრახტის პრეზიდენტი პეტერ ფიშერი საუბრობს: 

ვინ არის სადიო მანე? ჩვენ ბაიერნთან ყოველთვის კარგად ვთამაშობდით და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მათ ისეთი ფეხბურთელი ჰყავდათ, როგორიც რობერტ ლევანდოვსკია და ბაიერნის ახალწვეული სადიო მანესი სულ არ გვეშინია.

ჩვენ ბოლო წლებში ბაიერნი რამდენჯერმე დავამარცხეთ და ამის გაკეთება 2018 წლის ქვეყნის თასის ფინალშიც შევძელით, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ბაიერნი ძალიან მაგარი გუნდია.

პეტერ ფიშერი მატჩის წინ კარგ განწყობას ინარჩუნებს და აინტრახტის ფანებზე ამბობს, რომ ისინი ისეთ ატმოსფეროს შექმნიან, მათი ენერგია გუნდზე აუცილებლად გადავა.

და ბოლოს გეტყვით, რომ აინტრახტი – ბაიერნის მატჩი საქართველოს დროით 22:30-იდან დაიწყება.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები