ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ფეხბურთი – დორტმუნდს 18 წლის ბიჭმა მოაგებინა

spot_img

მეორე კვირაა, რაც გერმანიის ბუნდესლიგამ სტარტი აიღო და ტრადიციულად პარასკევ დღეს ერთი გამოტანილი მატჩი შედგა, სადაც ფრაიბურგი დორტმუნდს მასპინძლობდა.

პირველი ტური: აუგსბურგი 0-4 ფრაიბურგი, დორტმუნდი 1-0 ლევერკუზენი

აღნიშნული მატჩის გმირი კი 18 წლის ბინო-გიტენსი გახდა, რომელიც მოედანზე 64-ე წუთიდან შევიდა და საკუთარი გუნდის მიერ გატანილ გოლებში დიდი როლიც დაიდო.

მატჩის 77-ე წუთამდე, დორტმუნდს ბევრი არაფერი გამოსდიოდა და შეხვედრასაც აგებდა, თუმცა დარჩენილ დროში მათ მეტოქესთვის სამი გოლის გატანა შეძლეს.

ფრაიბურგი 1-3 დორტმუნდი

გოლები: 1-0 გრიგორიჩი, 1-1 ბინო-გიტენსი, 1-2 მუკოკო, 1-3 ვოლფი

და ბოლოს გეტყვით, რომ ფრაიბურგმა სეზონში პირველი მარცხი განიცადა, ხოლო დორტმუნდი, ჩემპიონატის პირველ ორ ტურში უდანაკარგოდ თამაშობს.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები