ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ფეხბურთი – ბარსელონამ ოთხი ახალწვეულის დარეგისტრირება მოახერხა

spot_img

ჟოან ლაპორტას გუნდში პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ, ბარსელონასთვის სირთულეები უცხო რამ ნამდვილად არ არის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ისინი არსებული ბარიერების გამკლავებას მეტნაკლებად მაინც ახერხებენ.

სულ ბოლოს ბარსელონას თავს პრობლემად, ახალი ფეხბურთელების ლა ლიგაში დარეგისტრირების საკითხი იქცა, რომელიც უკვე მოგვარდა, შესაბამისად იმის საფრთხე, რომ შესაძლო იყო, ახალ ფეხბურთელებს გუნდი უთამაშებლად დაეტოვებინათ უკვე აღარ არსებობს.

ლა ლიგის პირველი ტური – 23:00 ბარსელონა – რაიო ვალეკანო 13.08 

გადაწყვეტილია, რომ რობერტ ლევანდოვსკის, რაფინიას, ფრენკ კესის და ანდრეს კრისტენსენს ახალ გუნდში თამაში პირველივე ტურიდან შეეძლებათ.

ახალწვეულთა ვერ დარეგისტრირების პრობლემის არსი, სახელფასო ჭერის მოუწესრიგებლობაში მდგომარეობდა. აქვე გეტყვით, რომ კატალონიურ გუნდს მსგავსი პრობლემა, მხოლოდ ჟიულ კუნდეს თაობაზე დარჩა, რომელსაც ჯერჯერობით გუნდში რეგისტრაციის პროცესი არ გაუვლია.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები