შაბათი, 13 ივლისი, 2024

ტუხელი: “იმედი მაქვს “ჩელსი” გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ აუთსაიდერებად ვითვლებით…

spot_img

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თავისი გუნდის შანსებს აფასებს.

“ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ “მანჩესტერ სიტი” არის- “სამაგალითო გუნდი.

მაგრამ  ფეხბურთში ყოველთვის გაქვს შანსი შეამცირო სხვაობა. როგორ ვახერხებდით ამას?  ჩვენ ვიყავით ერთიანი გუნდი, გვჯეროდა საკუთარი თავის და ვიბრძოდით ყოველი წამისთვის. უნდა ვეცადოთ, რომ ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო თამაში, რათა შემდეგ არ ვინანოთ.  ვცდილობ ეს ყველაფერი გუნდის თითოეულ წევრს ავუხსნა.

“ჩვენ მშივრები ვართ, მოხარულები ვართ, რომ ფინალში გავედით, მაგრამ გვინდა, რომ ფინალის შემდეგ უფრო ბედნიერები ვიყოთ. დავუშვათ ჩვენ აუთსაიდერები ვართ, მაგრამ მაინც ვეცდებით გამარჯვებას”-აცხადებს ტუხელი.

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები