ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი კერნი ჩუკვუემეკა, კარიერას ჩელსიში გააგრძელებს და ამ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური საიტი ადასტურებს.
წარმოშობით ნიგერიელმა ფეხბურთელმა, ახალ გუნდთან 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და აქვე გეტყვით, რომ მას პრემიერლიგაში ასტონ ვილას რიგებში მხოლოდ ერთი სეზონი აქვს ჩატარებული.
კერნი ჩუკვუემეკას კომენტარი
როდესაც ჩელსის ინტერესის შესახებ გავიგე ძალიან ვღელავდი, თუმცა იმით რაც ჩემს თავს ხდება ძალიან ბედნიერი ვარ.
ახლა კი ერთი სული მაქვს გავიდე მინდორზე და ჩემს ახალ თანაგუნდელებთან ერთად, დიდი გამარჯვებები ვიზეიმო.
და ბოლოს გეტყვით, რომ მისი დამატებით ასევე იტალიური მილანიც ინტერესდებოდა.
ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე