იტალიური კრემონეზეს შემდეგ ქართველი მცველის, ლუკა ლოჩოშვილის, დამატებით ჰელას ვერონაც ინტერესდება, რომელიც მზადაა, რომ ფეხბურთელში 1.6 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ამის თაობაზე ვოლფსბერგერს უკვე მიმართეს და იტალიური მხარე პასუხის მოლოდინში არიან.
24 წლის ქართველი ცენტრალური მცველი, ვოლფსბერგერში 2020 წლიდან თამაშობს და ავსტრიული გუნდის მაისურით 71 მატჩი გამართა.
და ბოლოს გეტყვით, რომ ჰელას ვერონამ, სერია ა-ს გასული სეზონი ცხრილის ზედა ნაწილში, კერძოდ მე-9 ადგილზე დაასრულა.
ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე