ფრანგული ლილის პორტუგალიელი ნახევარმცველი, რენატო სანჩესი, კარიერას კვლავ ლიგა 1-ში გააგრძელებს და ახალი სეზონიდან პსჟ-ს ღირსებას დაიცავს.
ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა და აქვე გეტყვით, რომ მისით იტალიური მილანიც ინტერესდებოდა.
პსჟ-ს აღნიშნული ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდა.
რენატო სანჩესი ლილის რიგებში 2019 წლიდან გამოდიოდა და ამ გუნდის რიგებში ქვეყნის ჩემპიონის და სუპერთასის ტიტული მოიგო.
რენატო სანჩესი, მიმდინარე ზაფხულში პსჟ-სთვის მეოთხე შენაძენი გახლავთ, მანამდე პარიზელებმა ვიტინია(პორტო), უგო ეტიკეტე(რეიმსი) და ნორდი მუკიელე(ლაიპციგი) დაიმატეს.
და ბოლოს გეტყვით, რომ პორტუგალიელმა შუახაზელმა ლილის მაისურით 90 მატჩში ითამაშა და საკუთარ ანგარიშზე 7 გოლი მიითვალა.
ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე