შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ტრანსფერები – პაატა ღუდუშაური დინამო ბათუმში ითამაშებს

spot_img

გორის დილას შემტევი ფეხბურთელი, პაატა ღუდუშაური, კარიერას დინამო ბათუმში გააგრძელებს.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლამდე გაფორმდა და 25 წლის მოთამაშე ახალ გუნდში 27 ნომრიან მაისურს მოირგებს.

ქართველი ფეხბურთელი გორის დილაში 2021 წელს, ვიტ ჯორჯიადან აღმოჩნდა და ამ დროში გორული გუნდის მაისურით, 55 შეხვედრაში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმი მიმდინარე ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე 47 ქულით იმყოფება და ამ მომენტისთვის, უახლოეს მდევარ დინამო თბილისს 9 ქულით ჯობნის.

და ბოლოს გეტყვით, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონები, ეროვნული ლიგის მორიგ მატჩს 14 აგვისტოს, სწორედ პაატა ღუდუშაურის ყოფილ გუნდთან, გორის დილასთან გასვლაზე გამართავს.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები